გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“(შემაჯამებელი გაკვეთილი)
|
სწავლების საფეხური/დისციპლინა ან
ინტეგრირებული საგნების დასახელება
|
საშუალო,მე-12 კლასი,ქართული ლიტერატურა
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
16 მოსწავლე,არ არის სსსმ მოსწავლე
|
აქტივობის მიზნები და მისაღწევი შედეგები
|
თხრობის უნარის განვითარება,მსჯელობის
უნარის განვითარება,ტექსტზე მუსაობის უნარის განვითარება,დისკუსიაში მონაწილეობა
|
ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
მოსწავლე წინასწარი გეგმის მიხედვით გადმოსცემს სათქმელს,მსჯელობს
იმაზე,თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს,პრობლემატიკასა
და ინფორმაციის სპეციფიკურობას,გამოთქვამს სხვადასხა მოსაზრებას,მონაწილეობს დისკუსიაში
|
თანმიმდევრობა
|
A
ფაზა-გამოწვევა მისალმების შემდეგ გავაცნობგაკვეთილის მიზანს-ჩვენი
გაკვეთილის მიზანია ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა ,,იგის“ შეჯამება სხვადასხვა აქტივობის
მეშვეობით.შევახსენებ შეფასების რუბრიკებს,რის მიხედვითაც შეფასდებიან მოსწავლეები
გაკვეთილის ბოლოს.
წინარე
ცოდნის,განცდებისა და შთაბეჭდილებების გააქტიურების მიზნით გაკვეთილის დასაწყისში კიდევ
ერთხელ ყურადღებას გავამახვილებ იგის დიდი დაძინების ქარაფზე ასვლის მომენტზე(რამდენადაც
მოთხრობის ძირითადი სათქმელი ამ თავშია მოცემული);ვსვამ კითხვებს:1)რაზე ფიქრობს იგი მას შემდეგ,რაც აღმოაჩენს,რომ
,,იგი ბელადზე უფრო ძლიერია“ 2)რა განიცადა იგიმ,როცა ცხოვრების საზრისი აღმოაჩინა?3)როგორია
თვისტომთა გუნდი,რომელსაც იგი ქარაფიდან ხედავს? 4)როგორია იგის სხეული სიკვდილის
წინ? 5)ვინ არის ზუ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ გადავდივართ B ფაზაზე,ეს არის სიღრმისეული
წვდომა ანუ ძიების ფაზა,რომელიც შესწავლილი საკითხის შინაარსის გაგებასა და აღქმას
უწყობს ხელს.კლასს
ვყოფ სამ ჯგუფად, ვაძლევ თითოეულ მათგანს სხვადასხვა დავალებას,პირველ ჯგუფს-იმსჯელეთ
ცვლილებაზე,როგორც კანონზომიერებაზე,და ყოფილი და ახალი ბელადების დამოკიდებულებაზე
კანონზომიერების მიმართ,მეორე ჯგუფს ვაძლევ სამსჯელოდ იგის სინამდვილისეულ აღქმასა
და ამაღქმის პერსპექტივის შესახებ ,ხოლო მესამე ჯგუფი იმსჯელებს იგის იდეაზე,ჯგუფს მოსაფიქრელად
ეზლევა 5 წუთი. ჯგუფის ერთი წევრი წარმოგვიდგენს შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის
სახით.ამის შემდეგ ინდივიდუალური
მუშაობის მიზნით ვურიგებ
წინასწარ დამზადებულ ბარათებს,რომელზედაც იქნება ტესტური დავალება,დავალება უნდა
შეასრულონ 3 წუთში. (დანართი 2)ამის შემდეგ გავმართავ დისკუსიას თემაზე:თემისა და
პიროვნების ურთიერთდამოკიდებულება პირველყოფილ ადამიანებთან და დღეს.ამ აქტივობის
დასრულების შემდეგ გადავდივართ
C ფაზაზე-რეფლექსიაზე .ვაჯამებ შესწავლილ მასალას,პარალელს ვავლებ ვაჟა-ფშაველას
,,ალუდა ქეთელაურთან“,გამოგვაქვს დასკვნები შემდეგი კითხვების დახმარებით:რა ნიშნით
შემოდის მოთხრობაში ნაკვალევის მოტივი? რა არის მოთხრობის მიზანი? რა არის მოთხრობის
მთავარი სათქმელი?რა მხატვრულ ხერხებს იყენებს მწერალი სათქმელის უკეთ გამოსახატავად.მოსწავლეები
ამთლიანებენ არსებულ და ახლად მიღებულ ცოდნას,ხდება აზრთა გაცვლა-გამოცვლა,მსჯელობა(რა
ვიცოდი?რა გავიგე?)საშინაო დავალებად ვაძლევ ესეს სათაურით:იგი დღეს
|
შეფასება
|
მოსწავლეებს ვაფასებ წინასწარ გაცნობილი
შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკით ყოველი დავალების შესრულების შემდეგ (დანართი3)რამდენიმე
მოსწავლეს ვაფასებ ინდივიდუალურად(დანართი4)
|
B საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო
რესურსები
|
სახელმძღვანელო,ბარათები,ტესტები
|
Comments
Post a Comment