პროექტი


 

სასწავლო პროექტი ლიტერატურის როლი ადამიანის ცხოვრებაში

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ჯეირან ბეჟანიძე
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ხულო
სკოლა
ხულოს წმინდა აბუსერისძე ტბელის სახელობის სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ლიტერატურის როლი ადამიანის ცხოვრებაში
პროექტის შინაარსი
მოსწავლეები   გაანალიზებენ ლიტერატურის როლს ადამიანის ცხოვრებაში, მოიძიებენ მასალებს, შექმნიან ბუკლეტს,  , პუბლიკაციებს, გააკეთებენ პრეზენტაციებს, ინტერვიუებს
საგანი/საგნები
ქართული ლიტერატურა, ისტ
საფეხური/კლასი
სწავლების საშუალო საფეხური, მეათე,მეთერთმეტე,მეთორმეტე კლასი
ოექტის განხორციელების დრო
 3 კვირა
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები


ქართ. X. 1.

X კლასი
მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში
ინდიკატორები
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
·         საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას;
·         დამაჯერებლად იცავს საკუთარ მოსაზრებას, მაგრამ არ ცდილობს დისკუსიაში დომინანტური პოზიციის დაკავებას;
·         სათანადო წესისა და ეტიკეტის დაცვით უძღვება მინი-დისკუსიას (იმ შემთხვევაში, თუ წამყვანია).


     საღი მსჯელობა და აღქმა;
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;


ქართ. X. 4.

X კლასი

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელთა ზეპირი მოხსენებების გაანალიზება და შეფასება

ინდიკატორები

·         მსჯელობს იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტური იყო მოხსენების შესავალი ნაწილი (შეძლო თუ არა მომხსენებელმა მსმენელებთან კონტაქტის დამყარება; საუბრის თემის გამოკვეთა; მოახერხა თუ ვერა მსმენელის დაინტერესება და რა ხერხები გამოიყენა ამისათვის);
·         განმარტავს, რამდენად ეფექტურად იყო წარმოდგენილი მოხსენების ძირითადი ნაწილი (იყო თუ არა ინფორმაცია დაყოფილი აზრობრივ მონაკვეთებად; დამაჯერებელი იყო თუ არა მომხსენებლის მსჯელობა, მოყვანილი მაგალითები, ფაქტები, ციტატები; იყო თუ არა მკვეთრად გამოყოფილი ერთი ნაწილიდან მეორეზე გადასვლა);
·         მსჯელობს იმის შესახებ, რამდენად ეფექტური იყო მოხსენების დასკვნითი ნაწილი (რამდენად კარგად შეძლო მომხსენებელმა განმაზოგადებელი თეზისების ან მოხსენების ძირითადი აზრის ჩამოყალიბება და რა ხერხები გამოიყენა მან ამისათვის).

ქართ. XI. 6.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს

ინდიკატორები

·         მსჯელობს ტექსტის ორგანიზების თავისებურებებზე;
·         ლიტერატურული ჟანრების სპეციფიკური ნიშნების ამოცნობის საფუძველზე განსაზღვრავს ნაწარმოების ჟანრს;
·         პოლიჟანრულ ნაწარმოებში ამოიცნობს სხვადასხვა ჟანრის ნიშნებს;
·         განასხვავებს ეპიკურ და სცენურ თხრობას, მსჯელობს მათს თავისებურებებზე;
·         გამოყოფს ტექსტში მხატვრული კონფლიქტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         მსჯელობს ნაწარმოების სტრუქტურული ელემენტების (ექსპოზიცია, პროლოგი, ეპილოგი, რეტროსპექცია) დანიშნულებაზე.

    პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
 მასალის შეგროვებას წიგნისა და ლიტერატურის შესახებ;წიგნის კითხვის აუცილებლობის გაანალიზებას;
ჩანაფიქრის უკეთ გადმოსაცემად ინტერვიუების  და ბუკლეტების გაცნობას
საინტერესო წიგნის/წიგნების მოკლე შინაარსის გადმოცემას;
ისტ-ის გამოყენებით მასალის მოძიებას
დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას;
ჯგუფთან ერთად  ეფექტურ მუშაობას
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა
რატომ არის ლიტერატურა და წიგნის კითხვა აუცილებელი?
თემატური კითხვები
რა არის საჭირო ადამიანის მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის?
შინაარსობრივი კითხვები

როგორ დავაინტერესოთ ბავშვები ლიტერატურით?
როგორი წიგნები  არსებობს?
რა როლი აკისრია ლიტერატურას, როგორც ადამიანის სულიერ საზრდოს?

შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
კითხვა -პასუხი
გონებრივი იერიში

წინასწარ მომზადებულ 10 შეკითხვაზე პასუხების გაცემა;
გონებრივი იერიში ,ლიტერატურა რომ არ იყოს?“
რესპონდენტებთან აღებული ინტერვიუებისა და შევსებული ბუკლეტების ანალიზი
პროექტის მსვლელობისას
თანატოლთა უკუკავშირი
თვითშეფასება
მოსწავლეთა ნაშრომები
ჯგუფური მუშაობა
ინტერვიუს ჩაწერა,ბუკლეტების დამზადება,
პრეზენტაცია
რეფლექსია,
ცალკეულ ჯგუფებში
შუალედური შეფასება.
რუბრიკა
პოზიტიური კომენტარი


რუბრიკა
რუბრიკა
პროექტის დასრულების შემდეგ
ვიცი ,მინდა ვიცოდე, ვისწავლე
პროექტის პრეზენტაცია.
წინასწარ შემუშავებული ცხრილკითხვაზე,, ლიტერატურა სულის საზრდო“
შეფასების მოკლე მონახაზი
     შეკითხვების დასმა განხორციელდება მთელი პროექტის განმავლობაში, რათა დადგინდეს მოსწავლეთა ცოდნა და დამოკიდებულება შესწავლილი მასალის მიმართ, დასაწყისში შეკითხვების დასმა მეხმარება წინარე ცოდნის დადგენაში;
გონებრივი იერიშის საშუალებით გავარკვევ მოსწავლეთა მიზნებს, ინტერესის სფეროს;
თანატოლთა უკუკავშირი დაეხმარება მოსწავლეებს სხვისი ნაშრომების ობიექტურად შეფასებაში, კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.
თვითშეფასება დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის დონის დადგენაში და ჩატარებულ პროექტში მისი როლის განსაზღვრაში.
ვ-მ-ვ ცხრილი დაგვეხმარება მიღებული ცოდნის შეფასებაში და შემდგომი შესასწავლი საკითხების განსაზღვრაში.
პრეზენტაციის წარდგინებით მოსწავლეებს უვითარდებათ ინფორმაციის ეფექტურად დემონსტრირებაში.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
მოსწავლებმა იციან ტექსტის წაკითხვა-დამუშავება, ცხრილებზე და ერთობლივად პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა,  ცხრილებზე მუშაობა, ნამუშევრების პრეზენტაცია, ურთიერთშეფასება და თვითშეფასება.
სასწავლო პროცედურები
პირველი კვირა
დავსვამ ზოგად შეკითხვას ,,რატომ არის ლიტერატურა აუცილებელი?“ პირველ რიგში გავარკვევ თუ რა იციან წიგნის,ზოგადად,ლიტერატურის შესახებ, . ავუხსნი პროექტის ჩატარების მიზნებსა და შედეგებს. ჩავატარებ გონებრივ იერიშს ,,წიგნი რომ არ იყოს?“ მივცემ პოზიტიურ კომენტარებს სწორ პასუხებს. გონებრივი იერიშით დადგინდება მოსწავლეთა ინტერესის სფერო და ასევე ლიტერატურის შესახებ ცოდნა. ავუხსნი წიგნის მნიშვნელობას ადამიანის ცხოვრებაში, ასევე წიგნის კითხვის აუცილებლობას. შემდეგ დავსვამ შინაარსობრივ შეკითხვებს რაში გამოიყენებენ ადამიანები წიგნებს?
როგორ დავაინტერესოთ მოზარდები  წიგნით?
მიეცემათ დავალება,ჩაიწერონ ინტერვიუები რესპონდენტებთან(სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანებთან)
დამზადონ ბუკლეტები,რომლებშიც იქნება კითვარები (რა ჟანრის წიგნები მოსწონთ,რომელია მათთვის საყვარელი წიგნი,რა  მნიშვნელობა აქვს წიგნის ყდას მათთვის და ა.შ.)
მეორე კვირა
მოხდება მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენა-შეფასება, მოსწავლეები აანალიზებენ და უფასებენ ერთმანეთს ნამუშევრებს,შეაქვთ შესწორებები
ჩავატარებ მინი ლექციას  ლიტერატურის სიყვარულის შესახებ.  სხვადასხვა ფერის მარკერების საშუალებით ფლიპჩარტზე გააკეთებენ  წიგნისა და ლიტერატურის  შესახებ გამონათქვამებს,რომლებიც შეფასდება პოზიტიური კომენტარებით.


მესამე კვირა
მოხდება ნამუშევრების პრეზენტაცია-შეფასება, აზრების შეჯერება. მოსწავლეები ფლიპ-ჩარტების გამოყენებით შექმნიან წიგნების მაკეტებს. შემდეგ ჯგუფები გაგვაცნობენ იმ მოსწავლეებს,რომელთაც უყვართ კითხვა, მოვისმენთ მათ დამოკიდებულებას წიგნთან.
  

დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
დავეხმარები წიგნის მაკეტის შექმნაში

არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
შესაბამისი უცხო ენის მასწავლებლის ჩართვა,
მცირე ლექსიკონის გამოყენება
ნიჭიერი მოსწავლეები
დავალება ტექსტურ რედაქტორში აკრიფონ თუ როგორ უნდა შევიყვაროთ ლიტერატურა,როგორ გამოვიყენოთ ელექტრონული წიგნები
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ეროვნული სასწავლო გეგმა 2011-2017 წწ.

ინვენტარი/მასალები
  ფლიპჩარტები, ფერადი მარკერები, თაბახის ფურცლები
ინტერნეტრესურსები
გურამ დოჩანაშვილის ,,კაცი,რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“


სხვა რესურსები
  არა


Comments

Popular posts from this blog